საზოგადოება
ვაჩნაძიანის ფოლკლორულ ანსამბლ „მირკანს“ ლაურეატის წოდება მიენიჭა
2 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი გაიმართა.

მასში მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო გაერთიანების მოსწავლეებმაც მიიღეს.
„ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის ფოლკლორულ ანსამბლს "მირკანი" გადაეცა ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება. დაჯილდოვდნენ აგრეთვე ვაჩნაძეანის აკადემიური გუნდი- (მე-3 ადგილი) და კაჭრეთის აკადემიური გუნდი მე-(მე-3 ადგილი). მათ შესაბამისი დიპლომები გადაეცათ. პირადად მე საგუნდო საზოგადოებისგან გადმომეცა დიპლომი აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის.“-აღნიშნა გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა რუსუდან ჩიტაურმა.

მისივე თქმით, კონკურსის ფინანსური მხარდამჭერი იყო ფონდი „ქართული გალობა“. ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსი საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით ორ ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტმა საგუნდო კოლექტივმა მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google