საზოგადოება
საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში თბილი ამინდი იქნება. თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს.

შავი ზღვის სანაპიროზე, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში +29, +34 გრადუსი იქნება.

7 – 11 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 7 – 9 ივნისს დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 10 -11 ივნისს ტემპერატურა 2 – 4 გრადუსით დაიკლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google