საზოგადოება
თელავს, ლაგოდეხსა და სიღნაღს ელექტროენერგია გაეთიშება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს დენი დროებით გაეთიშება.

10:30-დან 11:00 -საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ თელავში ბახტრიონისა და ჩოხელის ქუჩებს.
11:00-დან 13:00-საათამდე, ქალაქ ლაგოდეხში ვაშლოვანის, თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩებს.
08:15-დან 09:00-საათამდე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ბოდბეს, ზემო მაღაროსა და ნუკრიანის კალოებს.
უწყების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.



| Print |
FaceBook Twitter Google