საზოგადოება
მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროში იყო
საქართველოში, 7 ივნისს, 22:25 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებიდან 18 კილომეტრში მდებარეობდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაზუსტებული მონაცემებით, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 30 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბეში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კახეთის ყველა რაიონში და საქართველოს რეგიონებში.

მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მიწისძვრა /