საზოგადოება
უმაღლესი განათლების მქონე პირს მოხელის სერტიფიკატი აღარ მოეთხოვება

პირებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება გააჩნიათ ან ეროვნული გამოცდები წარმატებით აქვთ ჩაბარებული, საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სერტიფიცირება არ მოეთხოვებათ - პარლამენტში, მთავრობის მიერ უკვე ინიცირებულია შესაბამისი ცვლილება ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში.

ცვლილებების მიზეზად ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა სახელდება. პროექტით ასევე განსაზღვრულია სერტიფიცირების ელექტრონულად ჩატარების ვალდებულება.

| Print |
FaceBook Twitter Google