საზოგადოება
,,ქართული კინომუსიკის კორიფეები“ გურჯაანის სამუსიკო სკოლაში
გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ ღონისძიება ,,ქართული კინომუსიკის კორიფეები“ გამართა.

ღონისძიება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ქართული კინოფილმებიდან უკვდავი სიმღერები გააცოცხლეს.
„ ამით მუსიკის კვირეული დასრულდა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ქართული ფილმებიდან სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს გაერთიანების პატარა მომღერლებმა. ვიტყოდი, რომ ეს იყო ქართული კინომუსიკისა და სიმღერის ზეიმი. ქართული კინომუსიკა ამოუწურავი თემაა და ჩვენ კვლავაც დავუბრუნდებით უფრო ფართო მასშტაბებით მომავალ წელს“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა რუსუდან ჩიტაურმა.

კონცერტს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილე, კულტურის სამსახურის უფროსი და სპეციალისტები.
| Print |
FaceBook Twitter Google