საზოგადოება
"დელტამ" კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში სეტყვასაშიში ღრუბელი დაშალა
7-8 ივნისს "დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში  მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრაა, რისთვისაც 360-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს.
"დელტას" ინფორმაციით, სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო,  რაც საერთო ჯამში 51400 ჰექტარს მოიცავდა.

7 ივნისის 12:40 საათიდან 8 ივნისის დილის 06:21 საათამდე 11 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა ეტაპობრივად დამუშავდა საგარეჯოს, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში.

ზემოქმედების შედეგად უმცირესი ზომის სეტყვის მარცვლები მხოლოდ ლაგოდეხის რაიონში დაფიქსირდა, ნალექის უმეტესი ნაწილი კი დანარჩენ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დელტა / სეტყვა /