საზოგადოება
ფერების ფესტივალი ლაგოდეხში
1 ივლისს ლაგოდეხში ფერების ფესტივალი გაიმართება. 16:00 საათიდან დაიწყება მარათონი ერთი კილომეტრის მანძილზე და სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი აქტივობები.

პირველი 350 დარეგისტირებული მიიღებს ფერებს საჩუქრად, ხოლო ვინც რეგისტრაცია ვერ გაიარა შეეძლება ადგილზე შეიძინოს. მონაწილეები ფერებს რეგისტრაცის დროს მითითებული ტელეფონის ნომრის წარდგენისას მიიღებენ.
21:00 საათიდან სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის დაუკრავს მოწვეული DJ.
რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ დღე 14:00 საათიდან 15:00 საათამდე. სტადიონზე სადაც გაიმართება ფერების ფესტივალი ჩამოვლენ მოლაშქრეები , რომლებიც შემდეგ ფესტივალს შეუერთდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google