საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი- პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და კადრების განყოფილებაში გადაიყვანა.
როგორც მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირზე განაცხადა, იგი თავად იქნება კრიმინალური პოლიციის კურატორი.

მისივე თქმით, შუამავლის გარეშე პირადად განკარგავს კრიმინალურ პოლიციასთან ურთიერთობას, რაც, ეფექტურ მუშაობას აამაღლებს.

”დღეიდან პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ურთიერთობისას შუამავალი არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც საპატრულო პოლიციასა და კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს. ის კოორდინაცია, რომელიც აქამდე არსებობდა, უფრო ეფექტური და მჭიდრო იქნება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google