საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ.
მისი ინფორმაციით, ორ ცდაზე გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურიდან დაითხოვენ.

მინისტრის თქმითვე, შსს-ს აკადემიაში უკვე შემუშავებულია გადამზადების სპეციალური კურსი, რომელსაც თითოეული პოლიციელი გაივლის. კურსი პრაქტიკულ და თეორიული სწავლებას, აგრეთვე ტაქტიკურ მომზადებას გულისხმობს, ბოლო ეტაპი კი საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება.

„კურსის დასრულების შემდგომ ყველა ჩააბარებს გამოცდას ამ სამივე კომპონენტში, ხოლო, ვინც ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას ორ ცდაზე, ბოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით, დავემშვიდობებით, მათ ჩაანაცვლებენ კადრები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, მოტივირებულები, ნასწავლი და რაღა თქმა უნდა გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი“.

დაგეგმილი რეფორმები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე გააცნო.
| Print |
FaceBook Twitter Google