საზოგადოება
კახეთში საპატრულო პოლიციას კვლავ ოთარ გავაშელიძე უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც speqtri.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საკადრო ცვლილება კახეთში არ განხორციელებულა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს კახაბერ ბუხრაძე, შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს მიხეილ კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს ნიკოლოზ გადელია, ხოლო აჭარის მთავარ სამმართველოს ლევან მაისურაძე უხელმძღვანელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google