საზოგადოება
გურჯაანში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე, მდებარე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში გამგებლის მოადგილემ დიმიტრი კალატოზიშვილმა განმარტა, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონი დიდი ხანია ამორტიზებულია. დაზიანებული იყო ხელოვნური საფარი, ღობე და ბადეები. მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა მისი აღდგენა ბაკურციხის მინი სტადიონთან ერთად, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო. გამოიყო თანხა და გამოცხადდა ტენდერი. სადაც გაიმარჯვა ინდმეწარმე ირაკლი ჯიქურაშვილმა. დღეის მდგომარეობით თამარ მეფის ქუჩაზე შემოღობვის სამუშაოები დასრულებულია. ცოტა ხანში მოიტანენ ახალ ხელოვნურ საფარსაც.“


დიმიტრი კალატოზიშვილის თქმით, ორივე მოედნისთვის 39 ათას 300 ლარია განსაზღვრული. ინდმეწარმესთან ხელშეკრულება 24 მაისს გაფორმდა და სამუშაოები 24 ივნისს დამთავრდება. შეგახსენებთ, რომ სტადიონი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და ამის შესახებ „სპექტრი“ რამდენჯერმე წერდა.

| Print |
FaceBook Twitter Google