საზოგადოება
შს მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები ესწრებოდნენ.

გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობა განიხილა.

როგორც უწყებაში ამბობენ, შეხვედრის დასასრულს შს მინისტრმა ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონკრეტული დავალებები მისცა.
| Print |
FaceBook Twitter Google