საზოგადოება
გურჯაანსა და სიღნაღში „დელტამ“ სეტყვის ღრუბლები დაშალა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 12 ივნისს სიღნაღის და გურჯაანის რაიონში სეტყვასაშიშ ღრუბლები გაანეიტრალა.


უწყების ინფორმაციით, სისტემამ 965 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის მასებზე აქტიური ზემოქმედება მოახდინა.
„ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა. ღრუბლის მასები კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემოვიდა და მას ადგილზე დაემატა შიდამასიური ღრუბელიც. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 16:57 საათიდან 18:18 საათამდე 60-მდე რაკეტით 18 სეტყვასაშიში ღრუბლის კერა დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ნალექის დიდი ნაწილი ორივე რაიონში უმეტესად ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა. წვრილი სეტყვის მარცვლების მოსვლა აღინიშნა მხოლოდ სიღნაღის რაიონში, კერძოდ სოფლებში – ვაქირის, მაშრაანის და საქობოს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სოფელი საქობო მდებარეობს სროლისთვის აკრძალულ ზონაში.“-აღნიშნულია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google