საზოგადოება
საქართველოში კვლავ წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის მეორე ნახევრიდან 17 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.


იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსი იქნება. 17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წვიმა / სეტყვა /