საზოგადოება
ქალაქ ვინნიკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და უკრაინის, ლვოვის მხარის ქალაქ ვინნიკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ: ქალაქ ვინნიკის მერი ვლადიმერ კვურტი, მერის მოადგილე ბოგდან შუსტერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვასილ ტრაჩი და პიოტერ ადამიკი. დოკუმენტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა და ქალაქ ვინნიკის მერმა ვლადიმერ კვურტმა მოაწერეს ხელი.

„საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ის სავსეა სითბოთი და სიყვარულით. მემორანდუმის გაფორმებით, ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი ჩვენი და თქვენი ქალაქების დასამეგობრებლად. ჩვენი მოსახლეობა დაიწყებს ურთიერთობას, ერთმანეთს გაუზიარებენ აზრებს და ოცნებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. დიდი მადლობა თქვენ,“-გვითხრა ქალაქ ვინნიკის მერმა ვლადიმერ კვურტმა.

„გამგებლის მოადგილის ალექსანდრე ყვირლაშვილის თქმით,მემორანდუმი ორ მხარეს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
„დღეს სტუმრად არიან ლვოვის მხარის ქალაქ ვინნიკის წარმომადგენლები, მერი, მისი მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ეს ქალაქი ისევე როგორც გურჯაანი, არის ვაზის სამშობლო. იქ არის რამდენიმე მსხვილი საწარმო და სპორტული გუნდები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მჭიდრო ურთიერთობები ხელს შეუწყობს ამ მიმართულებების განვითარებას ჩვენს ქალაქებს შორის.“
მემორანდუმის გაფორმების ცერემონია, ანსამბლ „ცერული 1“ -ის კონცერტით დასრულდა.

| Print |
FaceBook Twitter Google