საზოგადოება
ხვალ თელავში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
ხვალ, 13:00 სთ-ზე, თელავში, "ნადიკვარი ტერასაზე” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი ჩატარდება, რომელსაც 50-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დაეწრება.
მათ საშუალება ექნებათ პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებლებთან.

ღონისძიებას დაესწრებიან- ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და თელავის მერი პლატონ კალმახელიძე

თელავის დასაქმების ფორუმი ორგანიზებულია სოციალური მომსახურების სააგენტოსთან პარტნიორობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში- „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“




| Print |
FaceBook Twitter Google