საზოგადოება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადამზადების კურსებს გაივლიან
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სპეციალური გადამზადების კურსს გაივლიან.

ამის შესახებ ბრძანებას, შსს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მოაწერა ხელი.  უწყების ინფორმაციით, სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებს. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავს ტაქტიკურ საპოლიციო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას.

| Print |
FaceBook Twitter Google