საზოგადოება
ზეგაანში ახალი გზა გაკეთდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში განაცხადს, სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო.
„დასრულებულია 280 მეტრის გზის მონაკვეთი, ამის პარალელურად დაიწყო ვაჩნაძიანში 400 მეტრი გზის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი ჩვენი დეპუტატის აქტიური ჩართულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კეთდება. წინასაარჩევნოდ ხვდებოდა მოსახლეობას და მაშინდელი პრობლემების გადაწყვეტა ეტაპობრივად ხდება. ვცდილობთ ოპერატიულად გაკეთდეს ყველაფერი, რადგან ეს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ზეგაანის გზის რეაბილიტაციისთვის - 77 620 ლარი, ხოლო ვაჩნაძიანის გზისა და სანიაღვრეებისთვის 111 982 ლარია გამოყოფილი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / ზეგაანი /