საზოგადოება
ქართველმა მოსწავლეებმა ოლიმპიადაზე ოქროს და ვერცხლის მედლები აიღეს
აშშ-ში გამართულ GENIUS-ის ოლიმპიადაზე, ქართველმა მოსწავლეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

GENIUS 2017-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ჟიურის მიერ წელს 5 ქართველი მონაწილე შეირჩა. დასკვნით ტურზე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა ლიზი შენგელიამ და ახალგაზრდა მეცნიერებმა: მარიამ არაბიძემ და შოთა მეიფარიანმა საპრიზო მედლები მოიპოვეს. ლიზის პროექტმა ჟიურისგან საკუთრებული მოწონება და იმსახურა და იგი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა, ხოლო ეკოლოგიის მიმართულებით მომზადებულ მაპროექტმა მარიამსა და შოთას ვერცხლის მედლები მოუტანა.

“GENIUS”-ის ოლიმპიადა ყოველწლიურად ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის ფინალი ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და იგი ონტარიოს ტბის ნაპირებზე, აშშ-სა და კანადას შორის ტარდება. ოლიმპიადა ტრადიციულად რამოდენიმე ეტაპს მოიცავს და იგი მსოფლიოს ნიჭიერ ახალგაზრდებს უყრის თავს.  წელს ოლიმპიადაზე მსოფლიოს 65 ქვეყნა იყო წარმოდგენილი. 1500 პროექტიდან კი ფინალში 500-მდე ნამუშევარი გადავიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google