საზოგადოება
გურჯაანის გამგეობის ფასადის რეაბილიტაციისთვის 6480 ლარი დაიხარჯება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადს რეაბილიტაცია უტარდება.
-„შეკეთდება ორი ფანჯარა, შეიცვლება შემოსასვლელი ალუმინის კარიც და ჩატარდება შიდა სამუშაოები. ბოლო წლების განმავლობაში, შენობის იერსახე საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო. სამუშაოებს შპს „მოხელე“ ასრულებს.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის 6480 ლარი დაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google