საზოგადოება
"გავიგოთ მეტი კონსტიტუციის შესახებ“
არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ლიდერთა ასოციაციამ“, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მხარდაჭერით, გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართა ტრენინგი- "გავიგოთ მეტი კონსტიტუციის შესახებ.“
სემინარს კახეთის მუნიციპალიტეტებიდან 30 მოსწავლე ესწრებოდა.

-„აღნიშნული პროეტის ფარგლებში, კონსტიტუციონალისტმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ის ძირითადი არსი და მოვალეობები, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი. სემინარი დატვირთული იყო ვორქშოფებით, როგორიცაა გაცნობითი თამაშები, დისკუსია და სხვადასხვა სახის ჯგუფური სამუშაო. მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანის ბიბლიოთეკასა და ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს.“-აღნიშნა „მომავლის ლიდერთა ასოციაციის“ წევრმა ნუნუკა ამონიშვილმა.

ტრენინგის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.

-„იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია არის საქართველოს უზენაესი კანონი, ყველა ჩვენგანი ვალდებულია იცოდეს მასში გაწერილი უფლებები და მისი არსი. სწორედ ამიტომ, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ლიდერერთა ასოციაციამ“ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა კონსტიტიუციას. მოსწავლეები ამ სემინარით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას შეძლებენ.“- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ჯაბა ბარბაქაძე.

როგორც ტრენინგის მონაწილე მარიამ ბაწელაშვილმა აღნიშნა, მსგავსი სემინარები მეტად მნიშვნელოვანია.

-„ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, უნდა ვიცოდეთ ის უფლებები და მოვალეობები, რაც კონსტიტუციით გაგვაჩნია. მივესალმები
არასამთავრობო ორგანიზაციის გააქტიურებას, თუკი მსგავსი რამ კიდევ დაიგეგმება, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.“

სამომავლოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის ლიდერთა ასოციაცია“ კიდევ ბევრ მსგავს აქტივობას გეგმავს.

| Print |
FaceBook Twitter Google