საზოგადოება
საკრებულოს და გამგეობის საჯარო მოხელეები რანგებად დაიყვნენ
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სესიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები რანგებად დაყო და მათი ხელფასებიც განსაზღვრა.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა ჭაბუკაძის განმარტებით, 2017 წლის 26 აპრილს მიღებული მთავრობის დადგენილების თანახმად, საჭირო გახდა საჯარო მოხელების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა.

„საშტატო ნუსხაში ცვლილება არ განხორციელებულა, უბრალოდ შეიცვალა რანგირება. გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულში არ დარჩებიან როგორც მოხელეები, მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულება. ახალი კანონი არ ითვალისიწინებს არც მათ დაწინაურებას და არც დაქვეითებას. რაც შეეხება სოფლის სპეციალისტებს, ისინი გადანაწილდნენ მეოთხე რანგის მეორე კატეგორიაში. ამჟამად ვინც არის მოქმედი გარდაიქმნება პროფესიულ საჯარო მოხელედ და არანაირი პრობლემა არ ექნებათ. თუმცა კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში პროფესიული განათლება მაინც სავალდებულო იქნება“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებოებრივი სარგოები ასე განისაზღვრა: გამგებელი- 2650 ლარი. პირველი მოადგილე- 1400 ლარი. მოადგილე- 1300 ლარი. სამსახურის უფროსი -პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - 1000 ლარი. გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი -მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- 810 ლარი. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 560 ლარი. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 530 ლარი. მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი - 350 ლარი.

საკრებულოს თანამდებობის პირთა საშტატო ნუსხა კი ასე განისაზღვრა: საკრებულოს თავმჯდომარე - 2650 ლარი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- 1700 ლარი. საკრებ. კომისიის თავმჯდომარე- 1350 ლარი. საკრებ. ფრაქციის თავმჯდომარე- 1350 ლარი. საკრებულოს აპარატის უფროსი- 1000 ლარი. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - 810 ლარი. იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-560 ლარი. საკრებ.აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი- 810 ლარი. საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მეორე უფროსი სპეციალისტი- 560 ლარი. საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 530 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google