საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, თარიღი მთავრობასთან ერთადაა შეთანხმებული.ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, არჩევნებამდე 60 დღით ადრე, 22 აგვისტოს გამოიცემა. აგვისტოს ბოლოდან დაიწყება, ოფიციალურად, საარჩევნო კამპანიაც.
„ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი წლის გარკვეული გაუგებრობებიდან გამომდინარე.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

| Print |
FaceBook Twitter Google