საზოგადოება
ვაჩნაძიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ სადგურის უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 29 აგვისტომდე დასრულდება.

სამუშაოების პირველი ეტაპი გასული წლის ივნისში განხორციელდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ''სერპანტინი'' ახორციელებს. მთლიანობაში მოასფალტდება 400 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა 570 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაჩნაძიანი / გზა /