საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, მათ მწერებთან უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
,,სეზონზე პოტენციური საშიშროება უკავშირდება მწერების, მათ შორის, ტკიპის ნაკბენებს. ეტაპობრივად დაიწყება კოღოების, ასევე, ფლებოტომუსების სეზონი, რომელიც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერია. მშობლებმა ბავშვების შებინდებისას გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან",

პაატა იმნაძე ფერმერებს საქონლის სპეციალური საშუალბით დამუშავებას ურჩევს.
,,მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ ადამიანებმა სხეული კარგად უნდა დაათვალიერონ, თუ აღმოჩნდა ტკიპა, დროულად უნდა მოიშორონ. ხელით მოშორება არ შეიძლება, შესაძლებელია პინცეტით ამოღება, რათა ფეხები კანში არ ჩარჩეს. აღნიშნული მონაკვეთი უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით და შემდგომ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, სპირტით. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ანტი ალერგიული მალამოს გამოყენება"

| Print |
FaceBook Twitter Google