საზოგადოება
პირველი ივლისიდან უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება
პირველი ივლისიდან პოლიციას  უფლება ეძლევა, მის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ფოტო/ვიდეო ტექნიკა, აგრეთვე არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები დაამონტაჟოს.
ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოგრაფიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში. უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია განადგურდება 24 საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუკი  შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პატრული / შსს /