საზოგადოება
გურჯაანში პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ქუჩები განისაზღვრა
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის ნებადართული ქუჩების სია მოიწონეს.

როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს ინფრასტრუქტურული კომისიის თავმჯდომარე ზაქრო ქაჩლიშვილმა აღნიშნა, ჩამონათვალში 52 ქუჩაა.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროდან შემოვიდა წერილი მუნიციპალურ გზებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამოვყოთ ავტოსკოლებისთვის. დღეს დავამტკიცეთ ამ ქუჩების სია. აქ შედის როგორც ასფალტისსაფარიანი, ისე გრუნტოვანი გზები, სადაც ნებადართული იქნება პრაქტიკული კურსის სწავლება.“-აღნიშნა მან.


ჩამონათვალშ შედის შემდეგი ქუჩები:
ნონეშვილი, გურამიშვილი; თამარ მეფე; სანაპირო; კუკური ქოროღლიშვილი; ფალიაშვილი; ერეკლე მეორე; ბარათაშვილი; ლესელიძე; სააკაძე; ევდოშვილი; წერეთელი; ბესიკი; ნატო ნაჩნაძე; გაფრინდაშვილი; 9 აპრილი; ჭავჭვაძე; ლეონიძე; შარტავა; გოძიაშვილი; პაიჭაძე; ასათიანი; ტაბიძე; დადიანი; გაბაშვილი; ქეთევან წამებული: მაჩაბელი; რუსთაველი; ფურცელაძე; ნინოშვილი; გონაშვილი; დუმბაე; ცაბაძე; მარჯანიშვილი; თაყაიშვილი; კოსტავა; გ. უტიაშვილი; ჯავახიშვილი; აღმაშენებელი; ფარნავაზი; ახტალა; ჯაფარიძე; ავლიპე ზურაბიშვილი; ბარნოვი; ჭანტურაია; სიღნაღი; ვაჟა-ფშაველა; გორგასალი; გოგებაშვილი; გაურჯა; ძმ.შალიკაშვილები; ახმეტელი.




| Print |
FaceBook Twitter Google