საზოგადოება
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.


კანონის ავტორი და ინიციატორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილია. ცვლილება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შევიდა.
“სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისას პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სამხედრო სამსახურის გავლას თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით. კანონის მიღების მიზანია ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.



| Print |
FaceBook Twitter Google