საზოგადოება
სოფელ გურჯაანში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2017 წელს რეგიონში განსახორციელებელი ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილეს, რომელსაც დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

იმ შემთხვევაში თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტს დააფინანსებს, სოფელ გურჯანში მეორე საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის მოასფალტების მეორე ეტაპი დაიწყება.
„ გაკეთდება სოფელ გურჯაანის სკოლის და ნათლისმცემლის ეკლესიის ქუჩა. განხორციელდება საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მეორე ეტაპი. ეს პროექტი უკვე გამზადებულია და მოვიწონეთ. აქედან გამომდინარე დაგვიფინანსდება.“-აღნიშნა საკრებულოს წევრმა ზაქარია ქაჩლიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 451 ათასი ლარია. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სულ 16 პროექტია დაფინანსებული.

| Print |
FaceBook Twitter Google