საზოგადოება
გურჯაანში skye კლუბის წევრებმა ნერგები დარგეს
გურჯაანში, დიდების მემორიალზე, skye კლუბის წევრებმა გამწვანების აქცია მოაწყეს და ცაცხვის ნერგები დარგეს.
-„ჩვენი კლუბი world vision-ის და საპატრიარქოს ერთობლივი პროექტია, რომელიც ახალგაზრდების ეკონომიკურად გაძლიერებისთვის საჭირო და აუცილებელი უნარების გამომუშავებას ემსახურება. საქართველოს მასშტაბით, ასეთი სულ ოთხი კლუბია, სამი თბილისშია და ერთი გურჯაანში. ის 17-დან 30 წლამდე ადამიანებს აერთიანებს. ახალგაზრდები თამაშით სწავლობენ პროექტის წერას. სულ 30 მონაწილეა. თუკი ვინმეს სურვილი ექნება, კიდევ მივიღებთ.“- აღნიშნა კლუბის ლიდერმა დოდო რეხვიაშვილმა.

იმისთვის, რომ გამწვანების აქცია მოეწყოთ, კლუბის წევრებმა პროექტი დაწერეს და დაფინანსებაც მოიპოვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google