საზოგადოება
ხვალიდან საქართველოში აგრილდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასები გავრცელდება.

ამის გამო ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, რაც დროგამოშვებით ძლიერ ქარს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექს გამოიწვევს. 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წვიმა / ელჭექი /