საზოგადოება
თუშეთს ინტერნეტი სატესტო რეჟიმში მიეწოდება
მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურიძის ინფორმაციით, თუშეთში ინტერნეტი სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამ ეტაპზე სოფელ ომალოს ორ ოჯახს მიეწოდება.
მისივე თქმით, დამონტაჟებულია სამი გადამცემი ანძა: აბანოს უღელტეხილზე, დიკლოსა და ჭიღლაურთას კეხზე.

"ამ ეტაპზე სულ 20-მდე განაცხადია შემოსული და ქსელში მათი ჩართვა უახლოეს პერიოდში მოხდება. ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნა უჩა სეთურიძემ.

პროექტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის "ინტერნეტსაზოგადოება" დაფინანსებით ხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google