საზოგადოება
პრემიერი- წინანდალი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი გახდება
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "წინანდლის ფესტივალთან" დაკავშირებით მზადება უკვე იწყება. მისი თქმით, ფესტივალს სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს.
პრემიერის ცნობითვე, წინანდალში 2019 წლიდან, ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდება, სადაც უმაღლესი დონის არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.

-"დღეს ვიწყებთ მზადებას ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის, მაღალი ხარისხის მუსიკალური ფესტივალის შექმნისთვის, რათა წინანდალში ყოველწლიურად ჩატარდეს კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ფესტივალს ექნება განათლების მიმართულებაც. ამ პროექტის ორგანიზებაში ჩართულები არიან პროფესიონალები ევროპიდან და ისრაელიდან, რომლებიც ევროპის მასშტაბით ამ დონის ფესტივალებს ატარებენ“, -" განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google