საზოგადოება
სამედიცინო აქცია სოფელ კართუბანში
8 ივლისს სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ექიმები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურებიან.


პაციენტების მიღება კართუბნის ადმინისტრაციულ შენობაში, 11 საათიდანაა შესაძლებელი. დღის განმავლობაში მოსახლეობას დიაგნოსტირებას ჩაუტარებენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი, ნევროპათოლოგი, უროლოგი, ტრავმატოლოგი, რეპროდუქტოლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდებათ ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევა. ასევე, უშვილო წყვილები მიიღებენ კონსულტაციასა და ფასდაკლებას ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google