საზოგადოება
ლაგოდეხში ეკომიგრანტებს სახლები დაუკანონეს
ლაგოდეხში მცხოვრებ 28 ეკოემიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა.


მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ ფონასა და არეშფერენში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცა.
„მუნიციპალიტეტში გვყავს ეკომიგრანტები რომლთა ნაწილსაც დაკანონებული არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლები. სამინისტროსთან ერთად 28 ოჯახი იქნა შერჩეული . მათ გადავეცით შესაბამისი დოკუმენტაცია და ამიერიდან ისინი მესაკუთრეები არიან. “
მისივე თქმით, 28 ოჯახიდან, 25 მათგანს სახლი მუნიციპალიტეტმა, სამს კი დევნილთა სამინისტრომ გადასცა.
| Print |
FaceBook Twitter Google