საზოგადოება
დედოფლისწყაროში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
9 ივლისს, დედოფოლისწყაროში, კომპანია frontera resourses corporation-ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება აქცია, რომლის ფარგლებშიც კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი და ქირურგი პაციენტებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.
აქცია #1 საჯარო სკოლაში 11 საათზე დაიწყება. როგორც სოციალური პროექტების დირექტორმა ივანე ცხომელიძემ აღნიშნა, ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

-„დაახლოებით სამი კვირის წინ, ძალიან წარმატებული პროექტი გავაკეთეთ ოზურგეთში, ასევე ნიქოზში, საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში და 150 პაციენტს მოვემსახურეთ. გვინდა, უფრო მეტად მოვიცვათ ის ადგილები, რომლებიც რეგიონული ცენტრებიდან მოშორებითაა და მოსახლეობას ექიმთან მისვლა უჭირს. დედოფლისწყაროში ფრანგი ექიმიც გვეყოლება.“

ივანე ცხომელიძის თქმითვე, აქციაში უფასო გასინჯვების გარდა, ჩართული იქნება ინფორმირებულობის კომპონენტიც. აკადემიკოსი, ბავშვთა კარდიო- რევმატოლოგი გიორგი ჩახუნაშვილი ლექციას აქტუალურ საკითხებზე წაიკითხავს.

| Print |
FaceBook Twitter Google