საზოგადოება
დედოფლისწყაროში გზების რეაბილიტაცია დაიწყო
დედოფლისწყაროში ევდოშვილისა და სამხედრო ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ევდოშვილის 973 გრ. მ და სამხედრო ქუჩის 307გრ.მ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაიგება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 252 017 ლარია.
პარალელურად სოფელ სამრეკლოში მეორე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულებულდა გზის მოხრეშვითი სამუშაოები და დაიწყება 1728 გრ.მ ასფალტის საფარის დაგება . სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 601387 ლარია გამოყოფილი.

| Print |
FaceBook Twitter Google