საზოგადოება
გურჯაანში 400 ჰექტრამდე ფართობი დაისეტყვა
9 ივლისს მოსულმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: ვაზისუბანი, შაშიანი, ველისციხე და ახაშენი დააზარალა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზარალის დამთვლელი კომისიის ინფორმაციით, დასეტყვილია 320 ჰექტარი ვენახი, 60 ჰექტარი კურკოვანი ხილი და 6 ჰექტარი ბაღჩეული კულტურა.

აქედან:

1. სოფელი შაშიანი - სავარაუდო ფართობი 20 ჰა ვენახი, სავარაუდო დაზიანების ხარისხი 40-50%; ერთწლიანი კულტურები- 6 ჰა, სავარაუდო დაზიანების ხარისხი 40-50%.
2. სოფელი ვაზისუბანი - სავარაუდო ფართობი 70 ჰა ვენახი, სავარაუდო დაზიანების ხარისხი 15-20%.
3. სოფელი ველისციხე - სავარაუდო ფართობი 170 ჰა ვენახი, სავარაუდო დაზიანების ხარისხი 15-20%.
4. სოფელი ახაშენი - სავარაუდო ფართობი 60 ჰა ვენახი, სავარაუდო დაზიანების ხარისხი 25-30%; კურკოვანი ხილი სავარაუდო ფართობი 40 ჰა - სავარაუდო დაზიანების ხარისხი 25-30%.

| Print |
FaceBook Twitter Google