საზოგადოება
თელავში ძალოვან უწყებათა შორის შეჯიბრი გაიმართა
თელავის მერიის მსროლელთა და პარამსროლელთა კლუბ "თელავში", ადგილობრივ სამართალდამცავ და ძალოვან უწყებათა შორის, ტყვიის 10 მეტრის დისტანციაზე სროლაში შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა. შედეგები ასე გადანაწილდა:

ინდივიდუალური გამარჯვებულები ქალთა შორის:
I ადგილი - თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადა, თამარ ჟიჟილაშვილი;
II ადგილი - შ.ს.ს. თელავის რაიონული სამმართველო, ნათია ჯუგაშვილი;
III ადგილი - თელავის რაიონული პროკურატურა, ნატო ბურთიკაშვილი.

ინდივიდუალური გამარჯვებულები მამაკაცთა შორის:
I ადგილი - თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადა, უჩა ახალაური;
II ადგილი - შ.ს.ს. მომსახურების სააგენტო, ავთანდილ ესიტაშვილი;
III ადგილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ზურაბ ძამსაშვილი.

გამარჯვებულები გუნდურ ასპარეზობაში:
I ადგილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის მსროლელთა გუნდი;
II ადგილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს მსროლელთა გუნდი;
III ადგილი - თელავის რაიონული სასამართლოს მსროლელთა გუნდი.

გამარჯვებულები თელავის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა დააჯილდოვეს

| Print |
FaceBook Twitter Google