საზოგადოება
სეს-ი სუნელ-სანელებლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს.


უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ყველა გამოკვლეულია, საიდანაც დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში კილოგრამში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია“); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ.“ელგუჯა ჯახაია“); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ.“გიგა შარანგია“); სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ.“მადონა თოდუა“). კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა.  გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ეცნობება ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში ტოქსიკური ელემენტების - მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს 2010 წლიდან ატარებს. 2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევბთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება.

| Print |
FaceBook Twitter Google