საზოგადოება
აღსაზრდელთა რეგისტრაცია პირველ აგვისტომდე გაგრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო-ბაგა ბაღში უკვე 330 ბავშვია დარეგისტრირებული.

როგორც მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში განაცხადეს, ეს საბოლოო მონაცემები არ არის. მათივე განმარტებით გასულ წელთან შედარებით აღსაზრდელთა რაოდენობა გაზრდილია. უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში განაცხადების მიღება პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google