საზოგადოება
სოფელ ყარაჯალაში ხანძარი ლოკალიზებულია
თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა სოფელ ყარაჯალაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლო, თუმცა სრულად განადგურდა საცხოვრებელი სახლი, სადაც სამი ოჯახის 22 წევრი ცხოვრობდა.
არსებოდა საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა სახლებზეც გავრცელებულიყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი  გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის თქმით,  დაზარალებულებს გამგეობა სამშენებლო მასალით დაეხმარება.
| Print |
FaceBook Twitter Google