საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მაღალ სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ადამიანის ფიზიოლოგია ისეთია, რომ წყურვილის შეგრძნება მას უჩნდება ბოლოს, როდესაც უკვე ჩართულია დეკომპენსაციის მექანიზმები, ამიტომ ნუ დაელოდებით, წყურვილის შეგრძნებას. ზაფხულის პერიოდში თუკი ჯანმრთელობის გამო სხვა შეზღუდვა არ არის, მინიმუმ ლიტრანახევარი სითხე, წყალი, ხოლო გარეთ , ცხელ გარემოში ყოფნისას, მინიმუმ ორი ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ, მნიშნელოვანია ჩაცმულობა უნდა იყოს ღია ფერის, რადგან უფრო მეტად ირეკლავს მზის სხივებს და იყოს ჰაერგამტარი, რათა მოხდეს სითბოს გაცემა. განსაკუთრებით საყუირადღებოა ეს ბავშვების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
| Print |
FaceBook Twitter Google