საზოგადოება
ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გურჯაანში
გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში 2015-2016 წლის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეები ოქროს და ვერცხლის მედლებით დააჯილდოეს.


გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის თქმით, თითოეული ახალგაზრდა, სკოლაში გამოირჩეოდა არამარტო სწავლის ხარისხით, არამედ სამინისტროს მიერ ინიცირებულ კონკურსებსა თუ ტურებში ჩართულობითაც.
„აქტიურები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში. ყოველმა მათგანმა ღირსეულად ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდნენ სტუდენტები, ეუფლებიან მათთვის სასურველ პროფესიას. მედლები არის მშვენიერი საფუძველი იმისა, რომ ახალგაზრდებში გაიზარდოს მოტივაცია, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ თუ კი გამორჩეულები იქნებიან, თუ კი თავიაანთ საქმეს კეთილსინდისიერად შეასრულებენ, აუცილებლად დაუფასდებათ. მჯერა, რომ თითოეული მედალოსანი იქნება კარგი სტუდენტი და კარგი მოქალაქე. ვუსურვებ წარმატებას!“

როგორც ჩვენთან საუბარში დეპუტატის ბიუროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ეკა ცისკარაშვილმა აღნიშნა, მედლებთან ერთად, დეპუტატმა ბავშვებს სამახსოვრო წიგნებიც გადასცა.
„ დეპუტატის ინიციატივით, გადავწყვიტეთ, ბავშვები, მედლებთან ერთად, წიგნებითაც დაგვესაჩუქრებინა. სპეციალურად ისეთი თემატიკა შევარჩიეთ, რომელიც მათ მომავალში განათლების გაუმჯობესებაში დაეხმარება. სულ 39 მოსწავლე იყო, აქედან 24 ოქროს და 15 ვერცხლის მედალოსანია.“

ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:
სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა- სალომე ბენიძე; ნინო ომანაძე, ანა სულაძე.
სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლა- იოსებ მთვარელიშვილი.
სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლა - ლანა ჟამურაშვილი; თორნიკე გამყრელიძე.
სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა- სოფიო ყავალაშვილი; მარიამ სოსებაშვილი.
გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა- ლაშა ქათამაშვილი; ანი ჯიქიძე.
გურჯაანის მეორე საჯარო სკოლა- გიორგი მენაბდიშვილი.
გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლა- ნუკა ათაბეგაშვილი.
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა- ავთანდილ ბეზარაშვილი; ლანა გველუკაშვილი.
სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა- თინათინ ჯადუგიშვილი.
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა - ანი კუაცაშვილი.
სოფელ მელაანის საჯარო სკოლა- მარიამ მესხიშვილი; ქეთევან ასკილაშვილი.
სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლა- გაგა ზირაქაშვილი; თემურ ქიტოშვილი; ლადო ზირაქაშვილი; ნინო ქიტოშვილი; გიორგი შიოშვილი.
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა- ლიკა მანგოშვილი.

ვერცხლის მედლით დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:
სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლა- ნინო ჟამურაშვილი; ლიზიკო კარელიძე.
სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა- ანი ათაბეგაშვილი.
სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა- მარიამ ჭიკაძე.
გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა- გიორგი ყვირალაშვილი.
გურჯაანის მეორე საჯარო სკოლა- შორენა ხელაშვილი.
გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლა- გიორგი გიოშვილი; დალილა ზარდიაშვილი.
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა- ლევან შავკაციშვილი; ნინო ჯაჯანაშვილი.
სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლა- ნინო იმედაშვილი.
სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა- ანი ჭარელაშვილი.
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა- ვარდიკო მარტაშვილი.
სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა- ეკატერინე ზვერიაშვილი; ქეთევან ჩომახაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google