საზოგადოება
პატიმრების ნაწილი სასჯელს სახლში მოიხდის
2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევა სასჯელის ახალი ფორმა, რომლის თანახმადაც პატიმართა ნაწილი სასჯელს, საკნის ნაცვლად, საკუთარ ბინაში მოიხდის.

გაქცევისგან პრევენციის მიზნით, მათ სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ და ადგილსამყოფელს მართვის ცენტრიდან გააკონტროლებენ.
შინაპატიმრობა მისჯილი მსჯავრდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროის გარკვეულ მონაკვეთში კანონით განსაზღვრულ ზონას ვერ დატოვებს. სამაჯური კი სასჯელის მოხდამდე მუდმივად უნდა ეკეთოს.

მისი დაზიანების, ან დაზიანების გარეშე მოხსნის შემთხვევები, ხმოვანი შეტყობინებით იგზავნება.შინაპატიმრობა პირველი ნასამართლეობის მქონე პირებს ექვსი თვიდან 2 წლამდე, დაენიშნებათ. სასჯელის ახალი ფორმა შეეფარდებათ ისეთ ბრალდებულებსაც, რომლებსაც მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი.

შინაპატიმრობას საქართველოში უკვე ორი წელია, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უფარდებენ. სამომავლოდ უწყება გეგმავს, რომ შინაპატიმრობა და ელექტრო სამაჯურით ბრალდებულის კონტროლი აღმკვეთი ღონისძიების ჩამონათვალს დაემატოს.

| Print |
FaceBook Twitter Google