საზოგადოება
ხვალ საგარეჯოს და ყვარელს ელექტროენერგია შეუწყდება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ხვალ საგარეჯოს და ყვარლის მუნიციპალიტეტს დენი დროებით გაეთიშება.

06:00-დან 10:00-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ საგარეჯოს. ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: ანთოკს, გიორგიწმინდას, მარიამჯვარს, ნინოწმინდას, პატარძეულს, წყაროსთავსა და ხაშმს.
13:00-დან 15:00-საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს.

ასევე, 06:00-დან 10:00-საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანს.
ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google