საზოგადოება
ლაფანყურში „ვაჟაობა“ აღნიშნეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ტრადიციული დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართა.

ვაჟა ფშაველას ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურად, ივლისის ბოლო შაბათს იმართება. გაიმართა, კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივინდუალური შემსრულებელი და მოწვეული სტუმრები.დილიდან საღამომდე გაგრძელდა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც თელაველ სპორტსმენებთან ერთად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭიდავეებიც ასპარეზობდნენ. ღონისძიება დასრულდა დოღით. გამარჯვებულებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ.


| Print |
FaceBook Twitter Google