საზოგადოება
"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" გაიყიდა
სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“  განმეორებით აუქციონზე, დაახლოებით 22 მილიონ ლარად, „ენერგო პრო"-მ იყიდა.
აუქციონი გუშინ შედგა და მასში მონაწილეობა მხოლოდ აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო.

შეგახსენებთ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ 2009-2011 წლებში ლიტვური კომპანია „ახემა ჯგუფი“ ფლობდა. მან საინვესტიციო პირობები ვერ შეასრულა და დავალიანება დაუგროვდა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ელექტროენერგიის მიწოდებას კახეთის მასშტაბით ახორციელებს და დაახლოებით 122 000 აბონენტი ჰყავს.


| Print |
FaceBook Twitter Google