საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 21 დასახელების ნაყინი შეამოწმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ქართული წარმოების სხვადასხვა დასახელების ნაყინი შეამოწმა.
მათი ინფორმაციით, პათოგენურ მიკროორგანიზმებზე - სალმონელასა და ლისტერია მონოციტოგენეზზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 21 დასახელების ნაყინის 105 ნიმუშს, მათ შორის, ვანილის, ჭიქის, საოჯახო, კაკაოს, ყავის, შოკოლადის, ხილის, ესკიმო და ა. შ. სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებულ პროდუქციას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არც ერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით.

ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სურსათი / ნაყინი /